"მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე" - ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე" - ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ

მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.

როგორც გვარამია აღნიშნავს, პროკურატურის მიერ აღძრული კიდევ ერთი საქმე სრულიად ცხადია რას ემსახურება და რა მიზანს ისახავს.

"საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია და თქვენთვის გავიმეორებ.

ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონ ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევები ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.

გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ყველანი გამოკვლევებულები არიან.

კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი - ეს რა შეფასებაა - ანუ გაიგონა და არ გამორჩენია. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა პროკურორს? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პროკურორი. როგორც თქვენ წარმოგვიდგენთ, ყველანი ყრუები.

მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც.

ვნახოთ, იურისტის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს - მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.

იგივეს ვაცნობებ სასამართლოს. ვნახოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას დ გამაძევებენ თუ არა სხდომიდან. რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს - მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.

რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, თქვენი აღძრული კიდევ ერთი საქმე სრულიად ცხადია რას ემსახურება და სრულიად ცხადია, რა მიზანს ისახავს. გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მეშინია. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ.

p.s. ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ და ორწელიწადნახევრის წინ რ2-ის 9%-ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ, კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს”, - წერს გვარამია.

"ინტერპრესნიუსი"