თბილისში ავარიის შედეგად 1 პირი დაიღუპა
თბილისში, ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბოძს შეეჯახა და გარდაცვლილია ერთი პირი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები
მომხდარის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.
"ინტერპრესნიუსი" დეტალებს შსს-ში არკვევს.
"ინტერპრესნიუსი"