"ნატო-სთვის, შესაძლოა, გონივრული იყოს, ხაზი გაუსვას საქართველოსა და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, ვიდრე 2008 წლის ბუდაპეშტის დაპირებას" - კვირის პალიტრა

"ნატო-სთვის, შესაძლოა, გონივრული იყოს, ხაზი გაუსვას საქართველოსა და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, ვიდრე 2008 წლის ბუდაპეშტის დაპირებას"

ნატო-სთვის და მისი წევრებისთვის შესაძლოა, გონივრული იყოს, ხაზი გაუსვან საქართველოსა და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი, სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ წერს, რითაც ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს 2008 წლის ბუქარესტი სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას.

„შესაძლოა, ნატო-სთვის და მისი წევრებისთვის გონივრული იყოს, ხაზი გაუსვან საქართველოსა და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, ვიდრე 2008 წლის ბუდაპეშტის დაპირებას, რომლის განხორციელებაც, შესაძლოა, მალე არ მოხდეს,“ – წერს უილიამ კორტნი.