"ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს"
"ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მისი უწყება კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის.
„ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ, რადგან ყველა ეპიდუსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა მუშაობდეს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ.
6 დეკემბერს არის ერთი კონსულტაცია ჩანიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში დამატებითი ინფორმაცია იქნება გავრცელებული და ამას გავიზიარებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე.
„ვაქცინაციის საბჭოზე განხილულ იქნა „მწვანე საშვის“ ამოქმედების საკითხი, ასევე იქნა განხილული ახალ ვარიაციასთან - ე.წ. ომიკრონის შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და ის, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის, „ბუსტერ“ დოზების გამოყენების საკითხი იმისთვის, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.
გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე დაცვის ღონისძიებების გამოყენება აუცილებელია, ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და „ბუსტერ“ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. დეტალურად, დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებს, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება. 18 წელი დარჩება ძალაში „ბუსტერ“ დოზებისთვის და თუ კიდევ დამატებით რეკომენდაციას მოგვცემს ექსპერტთა ჯგუფი, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე, სხვა შემთხვევაში ეს იყო 6 თვე და ახლა საუბარია 6-თვიანი ინტერვალის შედარებით შემოკლებაზე ყველა პირისთვის.
სამთვიანი ინტერვალი დასაშვებია მხოლოდ „სინოვაკისთვის“ და „სინოფარმისთვის“, ხოლო „ფაიზერისთვის“ წინასწარი რეკომენდაციით საუბარი იყო 5-თვიან პერიოდზე 6 თვის ნაცვლად“, - განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რამ გამოიწვია ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდა.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის ტემპის ზრდა იმედის მომცემია.
„კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. გუშინწინ 14 ათასიც კი იყო და გუშინ 11 ათასზე ოდნავ მეტი. ბუნებრივია, ეს იმედის მომცემია. რამ გამოიწვია ასეთი სტიმულაცია, ყველაზე მეტად თვალსაჩინო რა თქმა უნდა, გახლავთ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის გააქტიურება და როგორც ჩანს, ამაზე კარგი, დადებითი შედეგი იქონია ფინანსური წახალისების იმ სქემამ, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. თუ 7 ნოემბერს 156 პირი აიცრა 60 წლის ზემოთ, 8 ნოემბერს ამ ასაკობრივი კატეგორიის პირების აცრამ 1000-სს გადააჭარბა და 3-4 ათასი იცრება ყოველდღე. პირველი აცრა არის მომატებული, რაც ძალიან კარგია. „ბუსტერ“ დოზებზე არ არის დღეს მაღალი აქტივობა, რადგან ამ 6-თვიანი ინტერვალის გასვლა უმრავლეს შემთხვევაში მოსალოდნელია დეკემბრის ბოლოსკენ. აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის ეს ჯგუფი იმდენი, რომ აცრის მატება გამოიწვიოს. აცრის მატება შესაძლოა, უკავშირდება ასევე, „მწვანე საშვის“ ამოქმედებასაც“, - განაცხადა გაბუნიამ.
"ინტერპრესნიუსი"