"რაში გადავაგდეთ ოპოზიცია, ვერ გავიგე - კონსტიტუციაზე მუშაობის პერიოდი საბოტაჟის რეჟიმში მიდიოდა" - კვირის პალიტრა

"რაში გადავაგდეთ ოპოზიცია, ვერ გავიგე - კონსტიტუციაზე მუშაობის პერიოდი საბოტაჟის რეჟიმში მიდიოდა"

"ოპოზიციას მიაჩნია, რომ პროპორციული რიგგარეშე არჩევნები ხვალ უნდა ჩატარდეს, ეს თემა არ არის სალაპარაკო, მოვხსენით ეს საკითხი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, "რაში გადააგდეს“ ოპოზიცია, ვოლსკი აღნიშნავს, რომ მათგან საბოტაჟის გარდა სხვა საკითხებზე საუბარი არ მოუსმენიათ და იმედს გამოთქვამს, რომ ცალკეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„მაგალითად, მე, მიმაჩნია, რომ ბარიერი დაბალი უნდა იყოს, ჩემს გუნდში ზოგს მიაჩნია, რომ მაღალი უნდა იყოს, სხვას, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბარიერი თუ დაბალი იქნება, მაშინ დავუბრუნდებით იმ პარლამენტს, რომელიც გვქონდა 90- იანი წლების დასაწყისში, სადაც უამრავი პარტია იყო გათითოკაცებული და მუშაობა არ ჰქვია იმას, მიდიოდა აყალ-მაყალი. ოპოზიციას მიაჩნია, რომ პროპორციული რიგგარეშე არჩევნები ხვალ უნდა ჩატარდეს, ეს თემა არ არის სალაპარაკო, მოვხსენით ეს საკითხი. საკონსტიტუციო ცვლილებები ვერანაირად ვერ იქნება მიღებული, თუკი ყველა არ შევიკრიბებით, თუ არ იქნება კვორუმის ის რაოდენობა, რომლითაც უნდა გადავწყვიტოთ ცვლილება იქნება თუ არ იქნება. ამ პირობებში, დაძაბულობის და დაპირისპირების ამ ხარისხში, თანამშრომლობა რთულია, მაგრამ არის საქმეები, რაც სახელმწიფოს ეხება.

რაში გადავაგდეთ, ვერ გავიგე, ვიმუშავეთ და მათ შორის, კონსტიტუციაზე მუშაობის პერიოდი საბოტაჟის რეჟიმში მიდიოდა, საბოტაჟის გარდა მე საკითხებზე არ გამიგია არასდროს არც საუბარი, არც საქმიანი წინადადებები მათგან, ვნახოთ, იქნებ ცალკეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.