"სასამართლო შენობაში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სხდომა დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით... მე არ მაქვს დრო საათობით დამაყუდონ სადღაც სარდაფში" - კვირის პალიტრა

"სასამართლო შენობაში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სხდომა დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით... მე არ მაქვს დრო საათობით დამაყუდონ სადღაც სარდაფში"

2 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ე.წ. პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე იმარ­თე­ბა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა უკვე და­ი­წყო, რო­მელ­საც ექ­სპრე­ზი­დენ­ტიც ეს­წრე­ბა.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, 2014 წლის 13 აგ­ვის­ტოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და მას დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის, კერ­ძოდ, 8.837.461 ლა­რის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას მეშ­ვე­ო­ბით, "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტის თან­ხის ხარ­ჯვა შე­ი­ნიღ­ბა, რო­გორც ფა­რუ­ლი ხარ­ჯი.

სა­აკშ­ვილს დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რე­ებს შო­რის მცი­რე და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა სი­ტყვა ბრალ­დე­ბულ ექპ­რე­ზი­დენტს გა­დას­ცა. მა­ნამ­დე ჰკი­თხა, სურ­და თუ არა, შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­ზეც სა­ა­კაშ­ვილ­მა უარი თქვა და გა­ნა­ცხა­და:

"მე არ მი­ვა­მარ­თავ სა­სა­მარ­თლოს, ხე­დავთ, რომ ივა­ნიშ­ვილს ეში­ნია, რომ ვე­ლა­პა­რა­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბას... ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ არ მა­ლა­პა­რა­კონ. მინ­და მი­ვე­სალ­მო, პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გი­თხრათ, რად­გან დღეს თუ ცო­ცხა­ლი ვარ, ამა­ში თქვე­ნი დიდი წი­ლია, ვხე­დავ, რამ­დე­ნად ადა­მი­ა­ნუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჟურ­ნა­ლის­ტი, ნაკ­ლე­ბად კრი­ტი­კუ­ლიც კი, რო­დე­საც ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს შე­ე­ხე­ბა. სა­სა­მარ­თლო შე­ნო­ბა­ში მო­მიყ­ვა­ნეს სამი სა­ა­თით ადრე, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა და­ი­წყო 50 წუ­თით დაგ­ვი­ა­ნე­ბით, თქვენ ალ­ბათ გაქვთ დიდი დრო, მაგ­რამ მე არ მაქვს... მე ვარ უკ­რა­ი­ნა­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, პო­ლი­ტი­კუ­რი პირი, მაქვს ჩემი დღის­წეს­რი­გი და არ მაქვს დრო სა­ა­თო­ბით და­მა­ყუ­დონ სა­დღაც სარ­დაფ­ში. არ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ე­პყრო ასე უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ... თქვენ აკე­თებს ყვე­ლა­ფერს ისე, რომ ეს იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი და არა ხალ­ხის­თვის".