"სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე" - კვირის პალიტრა

"სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე"

"სან­დრას რა­ტომ არ ასა­მარ­თლე­ბენ? ამ ხარ­ჯე­ბის მე­ო­თხე­დი, მე­ხუ­თე­დი სან­დრა­სია" - ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ე.წ. პი­ჯა­კე­ბის საქ­მი­სა და მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"სან­დრას უამ­რა­ვი ხარ­ჯია, ბავ­შვებ­ზე, სა­ჩუქ­რე­ბი და უამ­რა­ვი სხვა. სან­დრას რა­ტომ არ ასა­მარ­თლე­ბენ? ხარ­ჯე­ბის დიდი ნა­წი­ლი არის სან­დრა­სი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიჯ­დე­ბო­დი მას­თან ერ­თად საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე, იმი­ტომ რომ ამ ხარ­ჯე­ბის მე­ო­თხე­დი, მე­ხუ­თე­სი სან­დრა­სია, ოღონდ სა­ნამ სან­დრას ედა­ვე­ბით, გა­იხ­სე­ნეთ, რომ სან­დრამ შე­მო­ი­ტა­ნა ამ ქვე­ყა­ნა­ში 100 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გრან­ტე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში.

სან­დრას მეშ­ვე­ო­ბით ოთხჯერ ნაკ­ლე­ბი ქარ­თვე­ლი ქალი კვდე­ბა მკერ­დი კი­ბო­თი, ვიდ­რე მა­ნამ­დე. ყვე­ლა ცი­ხის ექი­მი გე­ტყვით რამ­დე­ნი რამ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ჯან­და­ცის­თვის ცი­ხე­ში.

ერ­თად ვი­ყა­ვით გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­ზე, ნიუ იორკში და აღ­მო­აჩ­ნდა ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა და სას­წრა­ფოდ ნიუ იორკ ჰოს­პი­ტალ­ში გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია და დაჯ­და საკ­მა­ოდ ძვი­რი თან­ხა, რა­ტომ არ გაქვთ ეს თან­ხა შე­ტა­ნი­ლი?!" - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.