"მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, ინტერნეტში ამონარიდები ვნახე, ერთი რაც გავიგეთ, უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, ინტერნეტში ამონარიდები ვნახე, ერთი რაც გავიგეთ, უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება"

რაც გავიგეთ არის ის, რომ სააკაშვილს უნდა სანდრას დაჭერა და თავის გათავისუფლება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას სურს საკუთარი დანაშაულები თანაგუნდელებს და ოჯახის წევრებს გადააბრალოს.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ინტერნეტში ამონარიდები ვნახე. ერთი რაც გავიგეთ, არის ის, რომ უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის.

რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ, ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება. გარდა ამისა, გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულებისა, რომელიც რეალურად აქვს მას ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ეკუთვნის შესაბამისი სასჯელი", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს სასამართლო სხდომაზე განცხადება გააკეთა.

"სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთ შშმ ბავშვზე, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ, უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ, ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი და მეხუთედი სანდრასია. ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ სამედიცინო სფეროში საქართველოში 100 მილიონი ევროს გრანტი შემოიტანა", - განაცხადა სააკაშვილმა.