"ბადრი ჯაფარიძე: "ბოლოს და ბოლოს "ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს თავისი ხელმოწერის პატივისცემა" - კვირის პალიტრა

"ბადრი ჯაფარიძე: "ბოლოს და ბოლოს "ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს თავისი ხელმოწერის პატივისცემა"

პრინციპული არის არა 2%-იანი ბარიერი, არამედ პრინციპული არის იმ შეთანხმების პატივისცემა, რომელსაც მივაღწიეთ დამატებით „ქართულ ოცნებასთან“, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თანდასწრებით. პრინციპული არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს თავისი ხელმოწერის პატივისცემა , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, „ლელოს“ აქვს კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

ამასთან, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირება.

"ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ქვეყანას აქვს დღეს, სწორედ ერთპარტიული, სრული ტირანიის დომინაციაა. გამოსავალი არის ერთადერთი - მრავალპარტიული მმართველობა, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნების მეშვეობით უნდა დამყარდეს, რადგან "ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ მისი ეს დომინანტური მდგომარეობა იმ დათმოს, როდესაც ის არ არის უმრავლესობის წარმომადგენელი. ისეთი მდგომარეობა გვაქვს, "ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმცირესობისაგან აქვს მხარდაჭერა და ამ დროს ქვეყანაში დამყარებულია ერთპარტიული ტირანია.

პრინციპული არის არა 2%-იანი ბარიერი, არამედ პრინციპულია იმ შეთანხმების პატივისცემა, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან“ დამატებით მივაღწიეთ, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თანდასწრებით. პრინციპული არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს ბოლოს და ბოლოს თავისი ხელმოწერის პატივისცემა, თავისი აღებული პირობის პატივისცემა. თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდა, რომ სულ ერთია რას მოელაპარაკები „ქართულ ოცნებას,“ შეცვლიან პირობას, ამ ძალასთან საერთოდ შეუძლებელია თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს იმ ფორმულირებით საკონსტიტუციო ცვლილებებით, როგორც ის მიღებულ იქნა პირველი მოსმენით. ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციურ პარტიებთან, არანაირი ფორმალური კონსულტაცია ჩვენ არ გვქონია. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ყველა ოპოზიციურ ძალასთან. იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა გუშინ, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს საუბრები გაგრძელდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"