"ეს ფაქტი სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს... ისე, ჯობია პირველი პირების შვილების განათლება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს"
ექსპრეტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, შვილის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტის სასარგებლოდ მეტყველებს.
აღნიშნულის შესახებ ხუხაშვილი "ფეისბუქზე" წერს.
"ისე, ჯობია პირველი პირების შვილების განათლება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს, ვიდრე რომელიმე ბიზნესმენი იხდიდეს მამის "ხათრით", რადგან პირველ შემთხვევაში ეს მაქსიმუმ არამიზნობრივი ხარჯვაა, მეორე შემთხვევაში კი კორუფცია, რომელიც ქვეყანას საბოლოო ჯამში ბევრად უფრო ძვირი უჯდება.
ამ გაგებით, ეს ფაქტი უფრო სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან გამოდის, რომ არ უნდოდა რაიმე ვალდებულებები გასჩენოდა რომელიმე ბიზნესმენთან.
ნუ მეტყვით, რომ რომელიმე მათგანი უარს ეტყოდა მის შვილს ასეთ დაფინანსებაზე…
P.S. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ახალგაზრდა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოს მხრიდან" - წერს ხუხაშვილი.