"ნახევარი მილიონი დოლარის კოსმეტიკური პროცედურები თუ არ ჩაუტარდებოდა სააკაშვილს, ქვეყანა ინგრეოდა" - კვირის პალიტრა

"ნახევარი მილიონი დოლარის კოსმეტიკური პროცედურები თუ არ ჩაუტარდებოდა სააკაშვილს, ქვეყანა ინგრეოდა"

ნახევარი მილიონი დოლარის კოსმეტიკური პროცედურები თუ არ ჩაუტარდებოდა სააკაშვილს, ქვეყანა ინგრეოდა - ობამასთან შეხვედრის დროს გახდა და გაიკეთა ლიპოსაქციები?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „წაქცეულებს არ ურტყამენ“, მაგრამ არავინ დავობს ბოროტებაზე, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში ხდებოდა.

"წაქცეულებს არ ურტყამენო, ამიტომ მე ზედმეტად ხისტ განცხადებებს მოვერიდები. თუმცა ჩვენ ვიცით ის ბოროტება, რაც მისი მმართველობის დროს ამ ქვეყანაში ტრიალებდა, ამაზე არავინ დავობს. მთავარი შემოქმედი იყო სააკაშვილი და ახლა რაღაც საქმეებთან მიმართებაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები. 9 მილიონის მოპარვას ედავებიან ამ შემთხვევაში. მე პირადად, როგორც ერთ ადამიანს საერთოდ არ მჯერა, რომ 9 მილიონზეა მხოლოდ საუბარი და მის ანგარიშზე მხოლოდ 9 მილიონის მოპარვაა, თუმცა ეს არის სასამართლოს განსასჯელი. კონკრეტულად ამ 9 მილიონის საკითხში, ვითომ „პიჯაკების საქმე“ რომ ჰქვია, პიჯაკების წილი არის რაღაც 30 000, 8 მილიონ არის რაღაც სხვა. მაგალითად, შვილის სწავლის საფასური, კოსმეტიკურ საშუალებებზე დახარჯული უდიდესი თანხა, კოსმეტიკური პროცედურები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნახევარი მილიონი დოლარის კოსმეტიკური პროცედურები თუ არ ჩაუტარდებოდა სააკაშვილს, ქვეყანა ინგრეოდა.

ობამასთან შეხვედრის დროს გახდა და გაიკეთა ლიპოსაქციები? რასაც მოვუსმინე ვნახე ერთი რაღაც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, რომ რამდენჯერაც თავი აწია ფურცლებიდან და ერთი წუთი გადასცდა ფურცლებიდან თავის აწევას, იმდენი საოცრება თქვა. თავის ყოფილ მეუღლეზეც, მაგრამ ამ ოჯახურ თემებშიც არ მინდა შევიდე.

ამ ადამიანს არამიზნობრივად ხარჯვას, თანხების მისაკუთრებას ედავებიან, რომელიც ასეთ რაღაცებზე არ უნდა დახარჯულიყო,. თორემ წარმომადგენლობითი ხარჯი იმას ნიშნავს, რომ ობამასთან, მერკელთან თუ სხვა პოლიტიკურ, მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის დროს რაღაც წარმომადგენლობითი ხარჯი რომ არის, ეს ლეგიტიმურად იხარჯება. ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება. ყველა ქვეყანა და ყველა პატიოსანი ლიდერი ასე იქცევა. ასე პატიოსნად იხარჯება ვთქვათ 20 მილიონიდან 11 მილიონი და 9 მილიონი არის არაპატიოსნად. არ შეიძლება ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯულიყო კოსმეტიკურ პროცედურებში“, - განაცხადა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხზეც ისაუბრა.

"მაქსიმალურად, როდესაც გამოირიცხა საფრთხები, ამის შემდეგ იქნა იუსტიციის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებები მიღებული.

მე არ მჯერა და შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როგორც ერთი მოქალაქე, როდესაც მიმტკიცებენ, რომ ეს კაცი 50 დღე შიმშილობდა. თუ ვიღაც გამოვა და დიეტის ყველაზე მკაცრი ზომის ან შიმშილობის ყველაზე მსუბუქი ფორმის ზღვარზე გაიარაო იტყვის, კი ბატონო, შეიძლება ასე იყო თქო - ვთქვა. როდესაც გაბრაზდა, თუ არ გაბრაზდა და გაამკაცრა ე.წ თუ მართლა შიმშილობის ფორმები, ამის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სხვა კლინიკაში გადაყვანის, მაგრამ აქამდე არ მითქვამს, პირველად ვამბობ: დღეს თუ ვინმე მეტყვის, რა სამედიცინო სერვისი დასჭირდა და გაეწია გორის ჰოსპიტალში ისეთი, რაც ვერ მოხერხდებოდა ციხის საავდმყოფოში, მაშინ შეიძლება ამ არგუმენტებში, უკან დავიხიო“, - განცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"