ფუტსალის მოთამაშე, 24 წლის დავით ჯინჭარაძე ტრაგიკულად დაიღუპა - კვირის პალიტრა

ფუტსალის მოთამაშე, 24 წლის დავით ჯინჭარაძე ტრაგიკულად დაიღუპა

ფუტსალის მოთამაშე, დავით ჯინჭარაძე ტრაგიკულად დაიღუპა. 24 წლის სპორტსმენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები დღეს არ გაიმართება.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფუტსალის ასოციაციასთან ერთად ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშეს დავით ჯინჭარაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

jincharadze-1638517003.jpg

დავით ჯინჭარაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები 3 დეკემბერს არ გაიმართება“, - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.