"მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს პირადად დაესწრო"
მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, საკუთარ სასამართლო პროცესს პირადად დაესწრო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს პროცესისთვის თვალყურის მიდევნებას.
„რაც შეეხება სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს, პროცესი მიმდინარეობს და ამ განცხადებებზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არაგონივრული იქნება,“ - აღნიშნა ელჩმა.