ქობულეთში მკვლელობა მოხდა
ქობულეთში დღეს დილით მკვლელობა მოხდა. 30 წლამდე მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, სავარაუდო ეჭვმიტანილი დადგენილია და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.