"მართლა ფიქრობთ, რომ ამ შხამისა და სიძულვილის ნთხევით ავაშენებთ ისეთ საქართველოს, რომელიც სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს?"
"როგორც საქართველოს მოქალაქემ მინდა გკითხოთ: მართლა ფიქრობთ, რომ ამ შხამისა და სიძულვილის ნთხევით ავაშენებთ ისეთ საქართველოს, რომელიც სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს?", - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მიწვეული.
დეპუტატის შეფასებით, წულუკიანს სიძულვილის ენა „განსაკუთრებით ახასიათებს“.
მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს წულუკიანს ამ სიძულვილის ენაში აჰყვეს.
„ეს არის სიძულვილი და შხამი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ყოველდღიურად, გეგმაზომიერად ასხამს „ქართული ოცნება“. მართლა ფიქრობთ, რომ სიძულვილის ენა არის ის გზა, რომელიც სჭირდება საქართველოს?“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.