ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ყარაჯალაში მოხდა.

თანასოფლელმა ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.