აჭარა ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი - კვირის პალიტრა

აჭარა ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IBTM 2021" მიმდინარეობდა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წარადგინა. გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საკონვენციო ბიუროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხევდრები გამართეს მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. საერთაშორისო გამოფენაში 140-ზე მეტი ქვეყანა და 3000-ზე მეტი მიმართულება მონაწილეობდა. გამოფენას ტურიზმის სფეროს 15,000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

(R)