"19 აპრილს დიდი შეცდომა რომ არ დაეშვა "ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელი რომ მოეწერა შეთანხმებისთვის, ჩვენ ახლა ვიქნებოდით სხვა პოლიტიკურ განზომილებაში" - კვირის პალიტრა

"19 აპრილს დიდი შეცდომა რომ არ დაეშვა "ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელი რომ მოეწერა შეთანხმებისთვის, ჩვენ ახლა ვიქნებოდით სხვა პოლიტიკურ განზომილებაში"

"ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ თუ ხუთპროცენტიანი იქნება ბარიერი, მისი შემცირებული რეიტინგი შეიძლება ეყოს 76-ზე მეტი მანდატის აღებას, სრულად პროპორციულ სისტემაში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისითქმით, "ქართულიოცნების“ მიზანია, ძალაუფლება შეინარჩუნოს და გააგრძელოს "ძარცვითი“ საქმიანობა.

"ქართული ოცნება" დღეს ფიქრობს, რომ ყველაფერი არის ზედაპირული. მთავარი საკითხი მისთვის რა არის? ხუთპროცენტიანი იქნება ბარიერი თუ არ იქნება ხუთ პროცენტიანი. ფიქრობს, რომ თუ ხუთპროცენტიანი იქნება ბარიერი, მისი შემცირებული რეიტინგი შეიძლება ეყოს 76-ზე მეტი მანდატის აღებას, სრულად პროპორციულ სისტემაშიც. თუ 5 პროცენტზე ნაკლები იქნება, ეს ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქის მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და მას აღარ ექნება მონო უმრავლესობა. შესაბამისად, ყველა დანარჩენი, რაზეც ახლა საუბრობს კობახიძე, ეს ყველაფერი არის არაფერი. მათი ვიწრო პარტიული ინტერესია, შეინარჩუნოს ძალაუფლება და გააგრძელოს ძარცვითი საქმიანობა. არცერთი რეფორმა, არცერთი წინსვლა, არანაირი ევროკავშირთან დაახლოება. ოღონდ არც იმას ვიტყვი, რომ ევრაზიული კავშირისკენ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს დგამენ, არა, მათ იციან, რომ საქართველოში რომ გამოხვიდე და გამოაცხადო, ევრაზიულ კავშირში ვაპირებთ რუსეთთან შეერთებასო, აქ მოხდება კატასტროფა, მაგრამ არც ევროკავშირისკენ არ ილტვიან”, - განაცხადა გიორგი ვასაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას“ 19 აპრილის ხელშეკრულებისთვის ხელი რომ მოეწერა, ქვეყანა სულ სხვა პოლიტიკურ განზომილებაში იქნებოდა.

"19 აპრილს დიდი შეცდომა რომ არ დაეშვა "ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელი რომ მოეწერა შეთანხმებისთვის, ჩვენ ახლა ვიქნებოდით სხვა პოლიტიკურ განზომილებაში. ბევრ შეცდომას უშვებს ბევრი მხარე. ოპოზიციამ და "ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა დიდი დრო დაუთმო ჩვენზე თავდასხმებს და არა იმას, რომ ჩვენ ყველას ერთად ის მონაპოვარი, რაც იყო 19 აპრილის, ჩაგვებეტონებინა და მიგვეღწია ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"