"გა­მო­ა­ცხა­და, რომ თურ­მე სან­დრას და­პა­ტიმ­რე­ბას ვი­თხოვ..სან­დრას ფრჩხი­ლის ფა­სიც რომ არ ღირს, არა­უ­შავს?" - სააკაშვილი წულუკიანზე - კვირის პალიტრა

"გა­მო­ა­ცხა­და, რომ თურ­მე სან­დრას და­პა­ტიმ­რე­ბას ვი­თხოვ..სან­დრას ფრჩხი­ლის ფა­სიც რომ არ ღირს, არა­უ­შავს?" - სააკაშვილი წულუკიანზე

დღეს წუ­ლუ­კი­ან­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ გარ­და იმი­სა, რომ მე კა­ცის მკვლე­ლი ვარ, თურ­მე სან­დრას და­პა­ტიმ­რე­ბას ვი­თხოვ - ეს ჭა­ო­ბის არ­სე­ბა სან­დრას ფრჩხი­ლის ფა­სიც რომ არ ღირს, არა­უ­შავს? - ასე პა­სუ­ხობს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც დღეს პარ­ლა­მენ­ტში, „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში გა­ა­კე­თა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, მან სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც 2 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა, ისა­უბ­რა იმა­ზე თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა სან­დრა სუ­ლოვსმა. მი­სი­ვე თქმით, ის მუდ­მი­ვად დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის ის­ტო­რი­ას.

"დღეს წუ­ლუ­კი­ან­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ გარ­და იმი­სა, რომ მე კა­ცის მკვლე­ლი ვარ, (ყვე­ლა­ფე­რი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის და­ლე­ულ "რედ ბუ­ლამ­დე" და­ვი­და, ეტყო­ბა "რედ ბული" გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნე­ბის­თვის) თურ­მე სან­დრას და­პა­ტიმ­რე­ბას ვი­თხოვ.

ეს ჭა­ო­ბის არ­სე­ბა სან­დრას ფრჩხი­ლის ფა­სიც რომ არ ღირს, არა­უ­შავს? მე სწო­რედ იმა­ზე ვი­სა­უბ­რე, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა სან­დრამ. ის მუდ­მი­ვად შერ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის ის­ტო­რი­ას, ეს არა­რა­ო­ბე­ბი კი სულ მალე დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რო­გორც ცუდი სიზ­მა­რი“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.