გორი-ბერშუეთის მონაკვეთზე დილიდან ხმაურია - რას აპროტესტებს სოფლის მოსახლეობა? - კვირის პალიტრა

გორი-ბერშუეთის მონაკვეთზე დილიდან ხმაურია - რას აპროტესტებს სოფლის მოსახლეობა?

გორი-ბერშუეთის საავტომობილო გზის ზეღდულეთის მონაკვეთიდან აქციის მონაწილეებმა სოფლის მინდვრებისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც შემოვლითი გზით ცდილობენ ავტობანზე გასვლას და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას.

ამ წუთებში აღნიშნული შემოვლითი გზის მიმართულებით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მოსახლეობა ავტობანის გადაკეტვის მიზნით, ზეღდულეთიდან ცენტრალური მაგსიტრალის მიმართულებით დაიძრა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რის გამოც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ 2008 წელს სოფლის კუთვნილი საძოვარი გაიყიდა, მას შემდეგ აღნიშნულ სავარგულებს უკვე მესამე მეპატრონე ჰყავს.

იხილეთ ვიდეო