"თეა წულუკიანს ალბათ, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა "მაუზერსაც" დააყრიდა ოპონენტებს, ვინც არ მოსწონდა" - კვირის პალიტრა

"თეა წულუკიანს ალბათ, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა "მაუზერსაც" დააყრიდა ოპონენტებს, ვინც არ მოსწონდა"

წულუკიანს რომ ჰქონოდა შესაძლებლობა და შესაბამისი ძალაუფლება, "მაუზერსაც" დააყრიდა ოპონენტებს, ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც გუშინ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენდნენ.

მანჯგალაძის შეფასებით, ალბათ, სწორედ თეა წულუკიანის მსგავსები იყვნენ ბოლშევიკები, რომლებიც ადამიანებს ხვრეტდნენ.

"წულუკიანს ძალიან მძიმე გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პარლამენტში, არ უსაუბრია არანაირ მიღწევაზე, ისაუბრა და ლანძღავდა ოპონენტებს.თავიდანვე მოვუწოდე, რომ შხამის ნთხევა არ ემსახურებოდა საერთო ინტერესს, მაგრამ ქალბატონმა წულუკიანმა უფრო წარმატებით გააგრძელა. ალბათ, მას რომ ჰქონოდა შესაძლებლობა და შესაბამისი ძალაუფლება, "მაუზერსაც" დააყრიდა ოპონენტებს, ვინც არ მოსწონდა, იქ ვინც იყო წარმოდგენილი, ასე ცარიელ სკამებსაც სიამოვნებით დაუშენდა "მაუზერს", ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა თეა წულუკიანს. დამრჩა შთაბეჭდილება, როცა ვკითხულობ ხოლმე 20-იანი წლების ბოლშევიკებზე, ალბათ, ასეთები იყვნენ ის ბოლშევიკები, რომლებიც ადამიანებს ხვრეტდნენ,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"