"ჩემი კრა­ვე აღარ არის, შუბ­ლზე ვინ­ღა მა­კო­ცებს, ან ვინ მე­ტყვის ცოდო ხარო"- რას წერენ სოციალურ ქსელში სანზონაში მოკლულ მოზარდზე? - კვირის პალიტრა

"ჩემი კრა­ვე აღარ არის, შუბ­ლზე ვინ­ღა მა­კო­ცებს, ან ვინ მე­ტყვის ცოდო ხარო"- რას წერენ სოციალურ ქსელში სანზონაში მოკლულ მოზარდზე?

თბი­ლის­ში, სან­ზო­ნა­ში, გუ­შინ 15 წლის მო­ზარ­დი, და­ვით კრა­ვე­იშ­ვი­ლი მოკ­ლეს. არას­რულ­წლოვ­ნის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე გახ­სნა. და­კა­ვე­ბუ­ლია ორი პირი.

გარ­დაც­ვლილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ.

"ჩემი კრა­ვე… ჩემი კრა­ვე აღარ არის, გუ­შინ ჩემ­თან ერ­თად იყო და დღეს აღარ არის, შუბ­ლზე ვინ­ღა მა­კო­ცებს, ან ვინ მე­ტყვის ცოდო ხარო და სკო­ლის მერე ჩემს მძი­მე ჩან­თას ვინ­ღა ატა­რებს ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხარ კრა­ვი."

"ღმერ­თმა ნა­თელ­ში მიმ­ყო­ფოს შენი თავი ჩემო პა­ტა­რა ძა­მი­კოვ, ჩემი კრა­ვე იქ­ნე­ბი სულ ყო­ველ­თვის, არ მჯე­რა ამას რო ვწერ მა­პა­ტიე კრა­ვე რო გემ­შვი­დო­ბე­ბით. მა­პა­ტიე, რომ ვერ გა­და­გარ­ჩი­ნეთ კრა­ვე, გვიყ­ვარ­ხარ და ყო­ველ­თვის გვეყ­ვა­რე­ბი ან­გე­ლო­ზო", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბი.

ცნო­ბის­თვის, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბის თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ი. წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ვ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ნის ფაქ­ტზე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. იხილეთ სრულად