"თუკი უკრაინას დავტოვებთ საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან მარტო, ის არაფერს გააკეთებს. საჭიროა მისი იძულება" - კვირის პალიტრა

"თუკი უკრაინას დავტოვებთ საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან მარტო, ის არაფერს გააკეთებს. საჭიროა მისი იძულება"

კიევი არ აპირებს მინსკის შეთანხმებების შესრულებას საკუთარი ნებით, საჭიროა მისი იძულება, -

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა.

"თუკი უკრაინას დავტოვებთ საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან მარტო, ის არაფერს გააკეთებს. საჭიროა მისი იძულება. სწორედ ამიტომ შეიქმნა "ნორმანდიული ფორმატი“, მაგრამ ბერლინი და პარიზი ჯერჯერობით უგულებელყოფენ საკუთარ ვალდებულებებს. ჩვენ მათ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"