რა წერია ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ და რამ გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი? - კვირის პალიტრა

რა წერია ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ და რამ გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი?

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მე-9 კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შე­ტა­ნილ ცნო­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. საქ­მე ეხე­ბა წიგ­ნის ერთ-ერთ თავს, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ფაქ­ტე­ბი 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ,

"დრო­ას" ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ხვა­ლი­დან, 6 დე­კემ­ბრი­დან, ის სა­კუ­თარ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნულ ფაქტს "შე­დე­გის მიღ­წე­ვამ­დე" გა­აპ­რო­ტეს­ტებს.

ის­ტო­რი­ის სა­ხემლძღვა­ნე­ლო­ში შე­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის უკამ­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ეხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვლის შე­სა­ხებ მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არის "ცნო­ბი­ლი ქველ­მოქ­მე­დი და მე­ცე­ნა­ტი"

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ ტენ­დენ­ცი­ებს შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­მარ­ცხდა და ოპო­ზი­ცი­ურ­მა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი ქველ­მოქ­მე­დი და მე­ცე­ნა­ტი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გახ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სი არ შეც­ვლი­ლა და პი­რი­ქით, ინ­ტეგ­რა­ცია კი­დევ უფრო გაღ­რმავ­და. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რი გახ­და“. - ვკი­თხუ­ლობთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში.

წიგნ­ში, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის მო­ტი­ვით და­ი­ხუ­რა ერგნე­თის ბაზ­რო­ბა, რა­მაც ქარ­თულ-ოსუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფერ­ხა. იყო გა­დაც­დო­მე­ბიც — კო­რუფ­ცი­ას­თან წარ­მა­ტე­ბულ ბრძო­ლას­თან ერ­თად და­ი­წყო გა­ურ­კვე­ვე­ლი და­ჭე­რე­ბი, კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის სა­ბა­ბით რამ­დე­ნი­მე მკვლე­ლო­ბა მოხ­და, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არ დას­ჯი­ლან, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია, საქ­მე­ე­ბის 99%-ს სა­სა­მარ­თლო­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა იგებ­და, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ხში­რად ირ­ღვე­ო­და. და­ი­წყო უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი. ამ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს, ხში­რად, უსა­ფუძ­ვლოდ აპა­ტიმ­რებ­დნენ და ცი­ხე­ში სვამ­დნენ.“ - წე­რია ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში.

ელე­ნე ხოშ­ტა­რია მო­უ­წო­დებს, ყვე­ლას, ვი­საც აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა უჩ­ნდე­ბა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ტი­ვო­ბა­ში შე­უ­ერ­თდეს მას.

"მე­გობ­რე­ბო, ხვა­ლი­დან და შე­დე­გის მიღ­წე­ვამ­დე , ვი­წყებთ სხვა­დას­ხვა ფორ­მის პრო­ტესტს სკო­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში "ბე­ლა­დი ბი­ძი­ნას დი­დე­ბის შე­ტა­ნის გამო.

ყვე­ლა, ვი­საც ამ თე­მა­ზე გაქვთ პრო­ტეს­ტი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რეთ. ყვე­ლა იპო­ვით თქვენს ად­გილს ამ პრო­ტეს­ტში, იქ­ნე­ბა ბევ­რი ფორ­მით“ - წერს ხოშ­ტა­რია "ფე­ის­ბუქ­ში"

სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გრი­ფი 2020 წელს მი­ე­ნი­ჭა.

მე-9 კლა­სის ის­ტო­რის წიგ­ნი იხი­ლეთ ბმულ­ზე

წყარო