"ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება" - კვირის პალიტრა

"ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება"

პარ­ტია "დრო­ას" ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია აპ­რო­ტეს­ტებს ის­ტო­რი­ის მე-9 კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში შე­ტა­ნილ მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცნო­ბილ მე­ცე­ნა­ტად და ქველ­მოქ­მე­დად არის მო­ხე­ნი­ე­ბუ­ლი. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, სა­კუ­თარ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად 6 დე­კემ­ბრი­დან გარ­კვე­უ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­წყე­ბას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მე­გობ­რე­ბო, ხვა­ლი­დან და შე­დე­გის მიღ­წე­ვამ­დე ვი­წყებთ სხვა­დას­ხვა ფორ­მის პრო­ტესტს სკო­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ბე­ლა­დი ბი­ძი­ნას დი­დე­ბის შე­ტა­ნის გამო.ყვე­ლა, ვი­საც ამ თე­მა­ზე გაქვთ პრო­ტეს­ტი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რეთ, ყვე­ლა იპო­ვით თქვენ ად­გილს ამ პრო­ტეს­ტში, იქ­ნე­ბა ბევ­რი ფორ­მით. ამ საბ­ჭო­თა სი­მა­ხინ­ჯე­ზე მი­ი­ღებთ პა­სუხს, თან მწა­რეს! არ გავ­ჩერ­დე­ბით, სა­ნამ ეს სი­მა­ხინ­ჯე არ გა­მოს­წორ­დე­ბა სკო­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ბე­ლა­დის დი­დე­ბა მო­ინ­დო­მეს" - წერს ელე­ნე ხოშ­ტა­რია "ფე­ის­ბუქ­ში"

საქ­მე ეხე­ბა წიგ­ნის ერთ-ერთ თავს, სა­დაც გად­მო­ცე­მუ­ლია ცნო­ბე­ბი 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ ტენ­დენ­ცი­ებს შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­მარ­ცხდა და ოპო­ზი­ცი­ურ­მა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი ქველ­მოქ­მე­დი და მე­ცე­ნა­ტი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გახ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სი არ შეც­ვლი­ლა და პი­რი­ქით, ინ­ტეგ­რა­ცია კი­დევ უფრო გაღ­რმავ­და. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რი გახ­და“ - წე­რია ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში.

წიგნს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გრი­ფი 2020 წელს მი­ე­ნი­ჭა.

იხი­ლეთ ბმულ­ი