"რა გულგასახეთქი ამბავია... რამ გააჩერა დედა, ამდენი ხნის უნახავ შვილთან რომ არ წავიდა" - კვირის პალიტრა

"რა გულგასახეთქი ამბავია... რამ გააჩერა დედა, ამდენი ხნის უნახავ შვილთან რომ არ წავიდა"

ცნობილი ისტორიკოსი გიორგი კალანდია ქართველი მამლუქის, ერაყის უკანასკნელი გამგებლის დავით მანველიშვილის ბიოგრაფიიდან ძალზე გულსატკენ მომენტს უზიარებს ინტრნეტმომხმარებლებს. საქართველოდან გატაცებულ მამლუქს, რომელმაც ერაყში უმაღლეს თანამდებობას მიაღწია, საქართველოში დედა მოუძებნია და შუა ხნის ასაკს მიღწეულს მისი ნახვა მოუსურვებია. ეს იყო დაუდ ფაშად გარდაქმნილი დავით მანველიშვილის ყველაზე დიდი სურვილი.

"ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი დაუდ ფაშად გარდაქმნილი დავით მანველიშვილი როგორც ჩანს სამშობლოს არასოდეს ივიწყებდა, დაუდის ეროვნული ღირსების ამ სათუთ გრძნობებთან დაკავშირებით, მის ბიოგრაფებს ისტორიკოსებს დავით ჯანელიძესა და ბენიამინ სილაგაძეს მოვუსმინოთ: „დაუდი პატარაობიდანვე გამოათხოვეს საქართველოს მიწა-წყალს და ისე გარდაიცვალა შორეულ მედინაში, რომ სამშობლოში დაბრუნება არ ღირსებია, მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ ამ მხარისადმი სიყვარულის ნაპერწკალი მის გულში არასდროს არ ჩამქრალა, სამშობლოდან გატაცებული დაუდი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ყოველივე იმას, რაც მაშინ ჩვენში ხდებოდა, სწყინდა მისი ცუდი, ხოლო მის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა ამ ქვეყნის კარგ ამბავს გაიგებდამანველიშვილს საქართველოში მშობლები, ძმები, დები და ნათესავები დარჩა. „ბრწყინვალე ფაშა“ მათ მოძებნას დღენიადაგ ცდილობდა, ამიტომ როგორც კი აღმოსავლეთის ქვეყნებში სავაჭროდ წასული ქართველი სოვდაგრები ერაყზე გაივლიდნენ, უსათუოდ დაუდს ეწვეოდნენ. ფაშას ყველაზე ხშირი სტუმრები ძმები ზუბალაშვილები ყოფილან, ერთერთი მათგანის ანდრია ზუბალაშვილის წყალობით კი დაუდს თბილისში თავისი მშობლების ზუსტი მისამართი შეუტყვია და მათთან წერილებიც გაუგზავნია. დაუდ ფაშას დედისადმი გაგზავნილ წერილში ამაღელვებელი სიტყვები წერია: „ბედნიერი ბაბილოვანის ხელმწიფე თქვენი ძე დაუთ ფაშა მრავალს მოკითხვას და ნახვის ნატვრას მოგიძღვნით... თუ შეიძლებდე ჩემს უნახაობას ნუ დაიშურვებ, მოდი შენი ნახვა მსურს, სხვა ფიქრი ნუ გაქვს, ერთ ხანსაც გენებოდეს იყავი, როცა ინებებთ მაშინვე კიდევ დიდის პატივით გაგიშვებთ. მერმეთ ვითხოვ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზედ მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვ თქვენი მოწყალე დედობისაგან თუ შეგეძლოს წამოსვლას ნუ დაიზარვებთ, ჩემთვის ლოცვით მოწყალე დედაო, თქვენი ძე ბაღდადის ხელმწიფე დაუდ ფაშა“. განაგრძეთ კითხვა