კიმ ჩენ ირისა და ვლადიმერ პუტინის "ორგია" ფხენიანში - "იქ გატარებული სამი დღე მთელი სულ მემახსოვრება" - რა ისტორიას იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ირისა და ვლადიმერ პუტინის "ორგია" ფხენიანში - "იქ გატარებული სამი დღე მთელი სულ მემახსოვრება" - რა ისტორიას იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

პო­პუ­ლა­რულ უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტს, დმიტ­რი გორ­დონს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად ჰყავ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, ამ­ჟა­მად კი ვა­შინგტონ­ში კა­ტო­ნის ინ­სტი­ტუ­ტის გლო­ბა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ცენ­ტრის მკვლე­ვა­რი, ან­დრეი ილა­რი­ო­ნო­ვი, რო­მელ­მაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სა და მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფხე­ნი­ან­ში ვი­ზი­ტი, სა­დაც არ­ნა­ხუ­ლი ტო­ტა­ლი­რა­ტიზ­მი ნახა. ჟურ­ნა­ლის­ტმა ილა­რი­ო­ნოვს ჰკი­თხა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზეც, მათ შო­რის, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­სა და და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე, რა­ზეც რუს­მა მკვლე­ვარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის შეც­დო­მა იყო.

"ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ყოფ­ნი­სას, სა­დაც მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვმარ­თავ­დით, რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად და­ყო­ფილ წვე­უ­ლე­ბა­ზე მოგ­ვი­წია დას­წრე­ბა და შევ­ხვდი მე­ო­რე კიმს, კიმ ჩენ ირს.წე­სით, ტრა­დი­ცი­ულ ევ­რო­პულ ენა­ზე რომ ვთქვათ, ეს "ვახ­შა­მი" უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არ­სად არას­დროს მი­ნა­ხავს იმ­დე­ნი და­ლე­ვა, რაც იქ ვნა­ხე. ეს იყო გრან­დი­ო­ზო­უ­ლი ორ­გია", - იხ­სე­ნებს ილა­რი­ო­ნო­ვი.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რას გუ­ლის­ხმობს "ორ­გი­ა­ში", მხო­ლოდ სვამ­დნენ თუ გო­გო­ნე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რეს­პონ­დენ­ტი პა­სუ­ხობს - "ზუს­ტად ამას ვგუ­ლის­ხმობ­დი. ალ­ბათ, მად­ლო­ბე­ლი უნდა ვიყო ბე­დის, რო­მელ­მაც ასე­თი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. ალ­ბათ, წარ­მოდ­გე­ნაც გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, რომ ოდეს­მე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არას­დროს მო­მე­ცე­მო­და. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი სამი დღე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­მახ­სოვ­რე­ბა", - ამ­ბობს ილა­რა­ი­ო­ნო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, ფხე­ნი­ან­ში ნახა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუს­თან:"სტა­ლი­ნიზ­მის ეპო­ქა­ში არ მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ვიცი და მო­მის­მე­ნია, რა ხდე­ბო­და იქ. ის ყვე­ლა­ფე­რი ფხე­ნი­ან­თან ახ­ლოს მა­ინც ვერ მივა. ვახ­შმის სუფ­რა­ზე 26 და­სა­ხე­ლე­ბის კერ­ძი იყო, მსგავ­სი რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვე­ბი არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას არ მი­ნა­ხავს, მაქ­სი­მუმ 5-6 და­სა­ხე­ლე­ბის კერ­ძი ყო­ფი­ლი­ყო. რა თქმა უნდა, ყვე­ლა არ გა­მი­ნინ­ჯავს.

ეს არის სა­ში­ში ქა­ლა­ქი და ქვე­ყა­ნა, რად­გან ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვის თვა­ლებ­ში სა­შინ­ლად ღრმა შიში და და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა იკი­თხე­ბო­და, იმის გამო, რაც მათ და მათ ახ­ლობ­ლებს შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ წუთს და­ე­მარ­თოთ. ამ შიშს ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა, მათი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. ის ტე­რო­რი, რო­მე­ლიც იქ ხდე­ბა და ხდე­ბო­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუნ­დაც, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის აე­რო­პორ­ტში გა­ცი­ლე­ბი­სას რაც ვნა­ხე, რო­დე­საც ჩვენს კორ­ტეჟს აცი­ლებ­დნენ.

არ ვიცი აე­რო­პორ­ტამ­დე რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რია, შე­საძ­ლოა, 15 ან 20, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ორი­ვე მხა­რეს ალ­ბათ, მი­ლი­ო­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი იდგა, ყვე­ლა ქალი, არც ერთი მა­მა­კა­ცი არ ერია. მათ ტრა­დი­ცუ­ლი სა­მო­სი ეც­ვათ და რამ­დე­ნი­მე რი­გად იყ­ვნენ ჩამ­წკრი­ვე­ბულ­ნი. რო­დე­საც კორ­ტე­ჟი უახ­ლოვ­დე­ბო­დათ, ბრძა­ნე­ბა ჰქონ­დათ, ეყ­ვი­რათ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ულ ენა­ზე, ალ­ბათ, რა­ღაც თბი­ლი ფრა­ზე­ბი, "კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი ჩა­მობ­რძა­ნე­ბა", ან რა­ღაც მსგავ­სი. განაგრძეთ კითხვა