"დღეს საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია სრულიად გაუგებარია" - რას წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - კვირის პალიტრა

"დღეს საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია სრულიად გაუგებარია" - რას წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე თბი­ლის­ში კო­ვიდ­პას­პორ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც დე­კა­ნო­ზი "ფე­ის­ბუქ­ში" წერს, გა­უ­გე­ბა­რია ზვი­ად ტო­მა­რა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მო­თხოვ­ნა - "ვინ­მე მა­ინც შეგ­ვხვდეს", მა­შინ რო­დე­საც უფ­ლე­ბა­მო­სილ პირ­თან შეხ­ვედ­რის თხოვ­ნით, სა­პატ­რი­არ­ქო­ში წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა არ შე­სუ­ლა.

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია არა­ერ­თხელ და­ფიქ­სირ­და სი­ნო­დის და სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბებ­ში.

დღეს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან სრუ­ლი­ად შე­უ­თან­ხმებ­ლად ზვი­ად ტო­მა­რა­ძის გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია, მო­თხოვ­ნით, - "ვინ­მე მა­ინც შეგ­ვხვდეს" სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია. წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის შეხ­ვედ­რა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია წე­რი­ლო­ბით და­ტო­ვონ გან­სა­ხილ­ვე­ლად მათი წი­ნა­და­დე­ბა, თუ თხოვ­ნა," - წერს ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

წყარო