"იგეგმებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტის დოზის გაზრდა დაახლოებით 10-ჯერ... მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა" - კვირის პალიტრა

"იგეგმებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტის დოზის გაზრდა დაახლოებით 10-ჯერ... მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა"

"გა­მოკ­ვე­თი­ლია სა­ერ­თო სი­სუს­ტე, არის არას­ტა­ბი­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც ახა­სი­ა­თებს პოს­ტრავ­მულ სინ­დრომს და წა­მე­ბის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბას და ეს არ არის კარ­გი." - ეს გან­ცხა­დე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის პი­რად­მა ექიმ­მა, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის გან­მარ­ტე­ბით, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვილს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ას­მევ­დნენ, რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყო­ფინ­სას ერთ-ერ­თმა ფსი­ქი­ატრმა და­უ­ნიშ­ნა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი იმ დო­ზით მი­ე­ღო, რო­გორც მას ექი­მის მიერ ჰოქნდა გან­სა­ზღვრუ­ლი, იგი სა­სამ­რთლო პრო­ცეს­ზე გა­მოს­ვლას ვერ შეძ­ლებ­და.

"დღეს ვე­სა­უბ­რე მის პი­რად ექიმს ჰო­ლან­დი­ა­ში და გა­ვარ­კვიე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იღებ­და მხო­ლოდ ორ წა­მალს, რო­მე­ლიც არ არის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. წა­მა­ლი, რო­მელ­საც იგი იღებ­და, არ არის ჰო­ლან­დი­ე­ლი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ეს და­ი­ნიშ­ნა რუს­თა­ვის ცი­ხე­ში. შევ­წყვი­ტეთ პა­რას­კევს ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლოს წინ. იგეგ­მე­ბო­და დო­ზის გაზ­რდა და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ, მე ვნა­ხე ის­ტო­რია ჩემი თვა­ლით. ეს მა­ღა­ლი დოზა არ არის, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლო­ზე მეტი დო­ზაა და გა­მო­იწ­ვევ­და უფრო სი­სუს­ტეს და უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას. ხუთ­შა­ბათს და პა­რას­კევს აქ ვი­ყა­ვი დიდი ხანი და ვგეგ­მავ­დი რო­გორ შეძ­ლებ­და ის სა­სამ­რთლოს წი­ნა­შე წარ­დგო­მას. ამ ვფიქ­რობ­დი, რომ ერთ სა­ათ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლებ­და გა­მოს­ვლას. ვფიქ­რობ­დით ნა­ხე­ვარ სა­ათს."- აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა შე­დეგს გა­მო­იწ­ვევ­და წამ­ლის დო­ზის იმ მი­თი­თე­ბით გაზ­რდა, რო­გორც ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ა­ში იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი, ნი­კო­ლოზ ყიფ­შძემ უპა­სუ­ხა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი " ვერ გა­მო­ვი­დო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე":

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კითხს, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის თქმით, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"შე­უძ­ლე­ბე­ლია რუს­თა­ვის ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნა. ამას არ­ცერ­თი ექი­მი არ მო­ა­წერს ხელს. ასეთ ექიმს მე არ ვიც­ნობ არც სა­ქარ­თვე­ლო­ში, არც - უცხო­ეთ­ში" - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ.