"რუსულმა ვაქცინა "სპუტნიკმა“ ჯანმო-სგან აღიარება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს" - კვირის პალიტრა

"რუსულმა ვაქცინა "სპუტნიკმა“ ჯანმო-სგან აღიარება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს"

რუსეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს სერტიფიკატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, იმისთვის, რომ "სპუტნიკ V“ ვაქცინა უფრო ფართოდ გავრცელდეს მსოფლიოს ქვეყნებში, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი ჯანმო-სგან რაც შეიძლება მალე, რათა ჩვენი "სპუტნიკ V“ ვაქცინა უფრო ფართოდ გავრცელდეს მსოფლიოში“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა "სპუტნიკ V“-ით ვაქცინაცია გაზაფხულზე ჩაიტარა. გასულ თვეში კი მან "სპუტნიკ ლაითის“ ბუსტერ დოზა მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რუსული ვაქცინის შესახებ მონაცემების განხილვა ჯერ არ დაუსრულებია.

"ინტერპრესნიუსი"