"ოდნავი ირონიით ვიტყვი - მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა სკოლის სახელმძღვანელოებში" - კვირის პალიტრა

"ოდნავი ირონიით ვიტყვი - მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა სკოლის სახელმძღვანელოებში"

"ოდნავი ირონიით ვიტყვი - მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა სკოლის სახელმძღვანელოებში, რადგან იმედი მაქვს, რომ როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე მედიის წრეებში ამიერიდან განათლების სისტემა თავისი სკოლის სახელმძღვანელოებით, რომელიც ძალიან მძიმე დღეშია, მოექცევა მუდმივი ყურადღების ცენტრში", - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის სისტემური პრობლემა და მას სჭირდება სისტემური ბრძოლა.

ცნობისათვის, პარტიამ "დროა" 6 დეკემბერს განათლების სამინისტროსთან აქცია დაანონსა და მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს, სადაც გარკვეული ქვეთავები ეთმობა აგვისტოს ომს, ვარდების რევოლუციას და ბიძინა ივანიშვილს. "დროაში" მიაჩნიათ, რომ წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება.