"ბაკო ისე დამძიმდა, იძულებულები იყვნენ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ... შვილის ნახვა ვერ შეძლო" - კორონავირუსმა კიდევ ერთი ორსულის სიცოცხლე იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ბაკო ისე დამძიმდა, იძულებულები იყვნენ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ... შვილის ნახვა ვერ შეძლო" - კორონავირუსმა კიდევ ერთი ორსულის სიცოცხლე იმსხვერპლა

კორ­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ ორ­სულ­თა ტრა­გი­კულ რი­ცხვს კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­მა­ტა. ბაკო სა­ლა­ყა­ია ექ­ვსი თვის ორ­სუ­ლი იყო, რო­დე­საც და­ინ­ფი­ცირ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან ორ დღე­ში დამ­ძიმ­და და სა­კე­ის­რო კვე­თა გახ­და სა­ჭი­რო. ბა­კოს მე­გო­ბა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ბელა ზა­ქა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ექი­მებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო, რომ სა­კე­ის­როს შემ­დეგ ქალი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, შვი­ლის ნახ­ვაც ვერ მო­ას­წრო.

ბელა ზა­ქა­ი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტი:

- ბაკო ფოთ­ში ცხოვ­რობ­და, ექ­ვსი თვის ორ­სუ­ლი იყო, კო­ვი­დი რომ შეხ­ვდა. ტემ­პე­რა­ტუ­რა რომ და­უ­ფიქ­სირ­და, მე­ო­რე დღეს­ვე გად­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ლე­ვან რა­ტი­ან­თან. რად­გან ორ­სუ­ლი იყო, პირ­ვე­ლი ორი დღე ძლი­ერ წამ­ლებს არ აძ­ლევ­დნენ, ექ­ვსი თვის ბავ­შვი ჰყავ­და მუ­ცელ­ში და აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ წა­ვი­დო­და პრო­ცე­სე­ბი. რომ ნა­ხეს, ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბო­და ვირუ­სი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. სხვა გზა, უბ­რა­ლოდ, არ იყო. იმ ორ დღე­ში იმ­დე­ნად მო­ე­დო ორ­გა­ნიზმს ვირუ­სი, რომ ფილ­ტვე­ბის 15 - ბა­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 24 ბა­ლამ­დე ავი­და. ამა­ზე მა­ღა­ლი აღარ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. მა­ნამ­დე უფრო კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, ოჯა­ხის წევ­რებ­საც ესა­უბ­რე­ბო­და. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს ეცად­ნენ ექი­მე­ბი, რომ გა­და­ერ­ჩი­ნათ. პი­რა­დად მე ლე­ვან რა­ტი­ან­საც ვე­სა­უბ­რე რამ­დენ­ჯერ­მე.

- ბელა, ბაკო აც­რი­ლი არ ყო­ფი­ლა?

- არა, სამ­წუ­ხა­როდ. ალერ­გი­უ­ლი იყო და კო­ვიდ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, წამ­ლებს რომ აძ­ლევ­დნენ, იმა­ზეც ალერ­გი­ას აძ­ლევ­და.

- ბა­კოს სხვა შვი­ლიც ჰყავ­და?

- დიახ, უფ­რო­სი გოგო ჰყავს. მე­ო­რეც გო­გო­ნაა, თვე­ზე მე­ტია ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში, ინ­კუ­ბა­ტორ­შია. სუნ­თქვის აპა­რა­ტი მოხ­სნეს და ბოთ­ლით ჭამს უკვე. თუმ­ცა ორი თვე კი­დევ უნდა დარ­ჩეს. სა­კე­ის­როს შემ­დეგ პირ­და­პირ ინ­კუ­ბა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი, ბაკო ისე დამ­ძიმ­და, არ უნა­ხავს შვი­ლი.

ბაკო სა­ლა­ყა­ი­ა­ზე გვიყ­ვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი მზე­კო ჟვა­ნია:

- ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო ბა­კო­ზე, ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, ბა­კო­საც და მის და დი­კა­საც, თუმ­ცა, ზრდას­რულ ასაკ­ში დავ­მე­გობ­რდით. სა­ო­ცა­რი გო­გო­ნე­ბი - მე­გობ­რუ­ლე­ბი, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი. თუკი რა­მეს აკე­თებ­დნენ, ყო­ველ­თვის მთე­ლი გუ­ლით და ეს აშ­კა­რა იყო. მძი­მეა ბა­კო­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, აქ­ტი­უ­რი და სი­კე­თის კე­თე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­სა­კე­თე­ბე­ლი კარ­გი საქ­მე დავ­გეგ­მეთ ერ­თად, მაგ­რამ…

ერთი ის­ტო­რია მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც შე­ექ­მნას წარ­მოდ­გე­ნა, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო ბაკო სა­ლა­ყა­ია. მისი და დიკა საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. მა­შინ ზუგ­დი­დის მე­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში, როცა დიკა და­მი­კავ­შირ­და და რა­ღაც სა­კი­თხში დახ­მა­რე­ბა მთხო­ვა. ოჯა­ხი იყო, რო­მელ­საც რთულ პი­რო­ბებ­ში უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვით. დიკა ვერ ახერ­ხებ­და ჩა­მოს­ვლას და ბაკო ჩა­მო­ვი­და მის ოჯახ­თან ერ­თად. განაგრძეთ კითხვა