"მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე კოვიდკრიზისია" - “ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი სარა გილბერტი - კვირის პალიტრა

"მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე კოვიდკრიზისია" - “ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი სარა გილბერტი

მო­მა­ვა­ლი პან­დე­მია, შე­იძ­ლე­ბა, იყოს უფრო ლე­ტა­ლუ­რი, ვიდ­რე კო­ვიდკ­რი­ზი­სია, - ამის შე­სა­ხებ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო "ოქსფორდ-ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის ერთ-ერ­თმა შემ­ქმნელ­მა პრო­ფე­სორ­მა სარა გილ­ბერ­ტმა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ჭი­როა მეტი და­ფი­ნან­სე­ბა იმის­თვის, რომ მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის­თვის უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყოს და არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი არ და­კარ­გოს.

"ეს არ იქ­ნე­ბა ბოლო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ვირუ­სი საფრ­თხეს უქ­მნის ჩვენს სი­ცო­ცხლეს და ჩვენს სა­არ­სე­ბო წყა­როს. სი­მარ­თლე ისაა, რომ შემ­დე­გი შე­იძ­ლე­ბა უა­რე­სი იყოს. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო გა­დამ­დე­ბი, ან უფრო ლე­ტა­ლუ­რი, ან ორი­ვე ერ­თად. არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რაც გა­ვი­ა­რეთ, აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, რომ ჯერ კი­დევ არ არის და­ფი­ნან­სე­ბა პან­დე­მი­ის­თვის მზად­ყოფ­ნის­თვის. ჩვენს მიერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა არ უნდა და­ი­კარ­გოს,“- აღ­ნიშ­ნა სარა გილ­ბერ­ტმა.

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იყოს კო­რო­ნა­ვირუ­სის "ომიკ­რონ“ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ამ ვა­რი­ან­ტის სპა­იკ-ცილა შე­ი­ცავს უკვე ცნო­ბილ მუ­ტა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ზრდის ვირუ­სის გა­და­ცე­მას. არის და­მა­ტე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს, რომ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნე­ბი ან სხვა ვა­რი­ან­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბა იწ­ვევს, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იყოს "ომიკ­რო­ნით“ ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. სა­ნამ მეტი არ ვი­ცით, ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ და გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი ამ ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად,“- აღ­ნიშ­ნა პრო­ფე­სორ­მა.

ambebi.ge