ცნობილი პუბლიცისტი, ჟურნალისტი და ფილოლოგი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ცნობილი პუბლიცისტი, ჟურნალისტი და ფილოლოგი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა

ცნო­ბი­ლი პუბ­ლი­ცის­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი და ფი­ლო­ლო­გი თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც ბა­ტო­ნი თა­მა­ზის პი­რად გვერ­დზე წე­რენ, პუბ­ლი­ცის­ტი ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძო­და.

თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე 1949 წლის 29 ივ­ლისს ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლე­ლი­ან­ში და­ი­ბა­და. თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ეწე­ო­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას. ტელე-რა­დი­ო­კო­მი­ტეტ­ში იყო რა­დიო ლი­ტე­რულ გა­და­ცე­მა­თა რე­დაქ­ტო­რი, ტე­ლე­ვი­ზი­ის ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ცი­ის უფ­რო­სი რე­დაქ­ტო­რი, ტე­ლე­ვი­ზი­ის ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­და­ცე­მა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, ტე­ლე­ვი­ზი­ის ლი­ტე­რა­ტუ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ცი­ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი. ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და რა­დი­ო­ში მი­ყავ­და სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მე­ბი.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ო­და პედ­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას.

"დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, თქვე­ნი ამა­გი ჩემ­და­მი შე­უ­ფა­სე­ბე­ლია! ახლა უკვე იქ გა­გი­მარ­ჯოს, ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემო უფ­რო­სო მე­გო­ბა­რო თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე" - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" მიშა დე­ვი­ძე.

ასე­ვე მად­ლო­ბას უხ­დის ბა­ტონ თა­მაზს მისი ერთ-ერთი ნა­მო­წა­ფა­რი ქეთი გრა­ტი­აშ­ვი­ლი: "მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის! თი­თო­ე­უ­ლი ლექ­ცია და თქვენ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო - ოქ­როს ხა­ნად დარ­ჩე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში..."

თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე 2019 წელს ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი პი­რა­დი წვლი­ლის­თვის, ხან­გრძლი­ვი ნა­ყო­ფი­ე­რი პე­და­გო­გი­უ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, და­ჯილ­დოვ­და ღირ­სე­ბის მედ­ლით.

წყარო