Facebook- სა და Twitter-ში დაბლოკილი ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის - "რაც უფრო გაიზრდება ჩვენი კომპანიის ბალანსი, მით მეტად დავუპირისპირდებით მათ ტირანიას" - კვირის პალიტრა

Facebook- სა და Twitter-ში დაბლოკილი ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის - "რაც უფრო გაიზრდება ჩვენი კომპანიის ბალანსი, მით მეტად დავუპირისპირდებით მათ ტირანიას"

The Trump Media & Technology Group მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყი­სის­თვის გეგ­მავს ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის იდე­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რო­მელ­საც "Truth Social" ერ­ქმე­ვა. აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის კომ­პა­ნი­ამ ამის­თვის ახ­ლა­ხან 1 მი­ლი­არ­დის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო. ტრამპმა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და:

"1 - მი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­სიჯს უგ­ზავ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ურ გი­გან­ტებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცია და ცენ­ზუ­რა უნდა შე­წყდეს... რაც უფრო გა­იზ­რდე­ბა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ბა­ლან­სი, მით უფრო ძლი­ე­რად და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით მათ ტი­რა­ნი­ას".

მას შემ­დეგ, რაც დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აშშ-ს კა­პი­ტო­ლი­უმს და­ესხნენ თავს, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი "ფე­ის­ბუ­ქი­და­ნაც" და "ტვი­ტე­რი­და­ნაც" და­იბ­ლო­კეს, რათა მო­მა­ვალ­ში მისი მხრი­დან შე­საძ­ლო ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბე­ბის­თვის ხელი შე­ე­შა­ლათ.

ტრამპმა "Truth Social“-ის გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ წლის და­სა­წყის­ში­ვე ილა­პა­რა­კა და თქვა, რომ ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლას ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა სხვებ­თან იკონ­ტაქ­ტოს და არ გახ­დეს პო­ლი­ტი­უ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გამო დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პლი.

"Reuters" რო­გორც იტყო­ბი­ნე­ბა, უოლ სტრი­ტის კომ­პა­ნი­ებ­მა დრო იხელ­თეს და ტრამ­პის ახალ წა­მო­წყე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი უკვე ჩა­დეს. გავ­რე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის კომ­პა­ნია, ახლა უკვე 4 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

წყარო