"ზემო სვანეთის გზაზე კლდეა ჩამონგრეული, ალბათ, აფეთქებითი სამუშაოები მოგვიწევს" - რას აცხადებს მესტიის მერი - კვირის პალიტრა

"ზემო სვანეთის გზაზე კლდეა ჩამონგრეული, ალბათ, აფეთქებითი სამუშაოები მოგვიწევს" - რას აცხადებს მესტიის მერი

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, აფეთქებითი სამუშაოები განხორციელდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილომეტრზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

ამასთან, მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია.

"ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დიდი რაოდენობით კლდე არის ჩამონგრეული, დიდი მასა არის ჩამოსული, დაახლოებით 700-800 კუბიანი ქვების. ალბათ, აფეთქებითი სამუშაოები მოგვიწევს. ვიმედოვნებ, რომ ხვალამდე გაიხსნება გზა“, - აღნიშნავს კაპიტონ ჟორჟოლიანი.