"სააკაშვილი არის დიდი შერიგების ნაწილი. შერიგება აუცილებელია"
როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, ეს არის თუ არა აუცილებელი, ეს სინამდვილეში გარდაუვალია - როგორ? პირველი ის, რომ წარსულზე უნდა შევთანხმდეთ და მეორე თემა არის მომავალი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, შერიგება აუცილებელია, რადგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, გვესმის ერთმანეთის მიმართ წაყენებული ბრალდებები.
"როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, ეს არის თუ არა აუცილებელი, ეს სინამდვილეში გარდაუვალია, რადგან მთელი პოლიტიკური და მედია სივრცე, მთელი საჯარო სივრცე აქვს დაკავებულია მხოლოდ ერთმანეთის მიმართ გასროლილ ფრაზებს, ბრალდებებს, ხოლო პოლიტიკოსები ერთმანეთს "ებრძვიან. სააკაშვილი არის ამ დიდი შერიგების ნაწილი. შერიგება აუცილებელია, რადგან შეუძლებელია გაჩერება ამ ქვეყანაში, შეუძლებელია ტელევიზორის ჩართვა. ეს რომ იყოს უდავო საკითხი, უკვე შერიგებულები ვიქნებოდით და რაღაც ახალი ქვეყანა გვექნებოდა. დიდ ნაწილს შეიძლება არ სჯერა და ვერ ხედავს ამ ყველაფერს. როგორ? - ორეტაპიანია ეს ამბავი. პირველი ის, რომ წარსულზე უნდა შევთანხმდეთ, - იქნება ეს შევარდნაძის პერიოდი, სააკაშვილის თუ ივანიშვილის წარსულში. უნდა შევთანხმდეთ, რომ არ ვდევნით რაღაც ტიპის საჯარო მოხელეებს, ან შეიძლება მოხდეს ამნისტია. ეს არ არის მარტივი თემა. მეორე თემა არის მომავალი, სადაც უნდა ვთქვათ, თუ ადამიანებს აქვთ რაღაც შიში, რომ ვიღაც არ მოვიდეს ხელისუფლებაში და სხვანაირად იქნება ქვეყანა მოწყობილი, ვიღაც არ დარჩეს, თორემ ისევ მე დამიჭერს. უნდა შევთანხმდეთ მომავალზეც. უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემაზე, სასამართლო სისტემაზე და ა.შ.“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
"ინტერპრესნიუსი"