არსებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ხმაურის შემდეგ დატოვეს - რას ამბობს ღიბრაძე? - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ხმაურის შემდეგ დატოვეს - რას ამბობს ღიბრაძე?

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის გი­ორ­გი ღიბ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე საბ­ჭოს წევ­რებს შო­რის არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა.

ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო დღეს ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რის შემ­დე­გაც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სხდო­მა და­ტო­ვეს და მათ მე­დი­ას­თან გან­მარ­ტე­ბე­ბი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებ­ზე არ ისა­უბ­რა.

"რა მოხ­და საბ­ჭო­ზე, არ მაქვს პა­სუ­ხი. არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბა და სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა, რო­გორც ხდე­ბა - ხოლ­მე,“- გა­ნა­ცხა­და ღიბ­რა­ძემ.