"იცოდე, შეურაცხყოფის მიყენებას არავინ გაგიტარებს, მიიღებ პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც" - კახი კალაძე საბა ბუაძეს მიმართავს
შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, "ლელოს“ წევრ საბა ბუაძეს.
კახა კალაძემ აღნიშნული სიტყვებით საბა ბუაძეს მას შემდეგ მიმართა, რაც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მას „კორუმპირებული მერი“ უწოდა.
“მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - განაცხადა საბა ბუაძემ.
საბა ბუაძემ საკრებულოს წევრებს დამშვიდებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კალაძეს მათი დაცვა არ სჭირდება.
ინფორმაციისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.
"ინტერპრესნიუსი"