"ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მზად ვართ, გავაკეთოთ ის, რაც არ გაგვიკეთებია 2014 წელს" - კვირის პალიტრა

"ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მზად ვართ, გავაკეთოთ ის, რაც არ გაგვიკეთებია 2014 წელს"

"თვალებში ჩაგხედავთ და გეტყვით, ზუსტად ისე, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენი ჩახედა ვლადიმერ პუტინს თვალებში და უთხრა, რომ მზად ვართ, გავაკეთოთ ის, რაც არ გაგვიკეთებია 2014 წელს", - ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით ბაიდენი რუს კოლეგასთან შეხვედრაზე, როგორც ყოველთვის, პირდაპირი და გულახდილი იყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა.

"მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პირდაპირ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური ზომებით. უკრაინელებს მივაწვდით დამატებით თავდაცვით მასალას და დამატებითი შესაძლებლობებით გავაძლიერებდით ჩვენს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე, ასეთი ესკალაციის საპასუხოდ,“- აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, არსებობს სხვა არჩევანიც - დიპლომატია და დეესკალაცია.