გერმანიის პროკურატურა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი, სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 14-თვიანი სასამართლო მოსმენებისა და თითქმის 50 მოწმის დაკითხვის შემდეგ, ფედერალური პროკურორი ბრალდების მხარის ძირითად ბრალდებებს დადასტურებულად მიიჩნევს.
ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ ხანგოშვილზე ძებნა გამოაცხადა ტერორიზმში ბრალდებით. გერმანიის ფედერალური პროკურატურა მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.