"ყველა ის ადამიანი, რომელიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად უნდა დაისაჯოს" - კვირის პალიტრა

"ყველა ის ადამიანი, რომელიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად უნდა დაისაჯოს"

"ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურად მოქცევა და წამების ელემენტების გამოყენება, რომელიც არის ამ პროცესში არის აბსოლუტურად მიუღებელი როგორც მორალურად, ასევე კანონიერად", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა აღაშფოთა საერთაშორისო საზოგადოება და ყველა ის ადამიანი, ვინც ნახა როგორ ექცეოდნენ მესამე პრეზიდენტს, როცა ის მოტყუებით გადაჰყავდათ პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

,,სანამ ჩვენ სიმართლეს გავარკვევთ პენიტენციური სამსახური რას ამბობს, გვაქვს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელიც ყველაფერზე რეაგირებს და მან დააჯარიმა კიდეც გადაცდომისთვის დარღვევისთვის თუ დანაშაულისთვის ის ადამიანები და ის უწყება, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ აქ ერთი რამ არის მხოლოდ, წარმოუდგენელია ასეთი ქმედებები ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რა თქმა უნდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართაც და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ქმედებებში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად უნდა იქნეს კანონის წინაშე წარდგენილი და დასჯილი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. იყო თუ არა გუშინ დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე? - ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზეpalitravideo.ge