"ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო "იურმალას" კონკურსი. 70 ათასი დოლარი აიღო, თუმცა, პატარა იების კონა, "ბანბანერკა" ან "რაფაელო" არც გახსენებია" - კვირის პალიტრა

"ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო "იურმალას" კონკურსი. 70 ათასი დოლარი აიღო, თუმცა, პატარა იების კონა, "ბანბანერკა" ან "რაფაელო" არც გახსენებია"

მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ხში­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით. "ფე­ის­ბუქ" სტა­ტუ­სე­ბი­სა თუ "ლაივ" ჩარ­თვე­ბის გამო არა­ერ­თხელ მოქ­ცე­უ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

ამ­ჯე­რად კომ­პო­ზი­ტო­რის ორ ლაივ ჩარ­თვა­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც გუ­შინ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­შა­ლა. პირ­ველ ვი­დე­ო­ში მა­ი­კო მა­ყუ­რე­ბელს იმის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, თუ რო­გო­რი და­უ­ფა­სე­ბე­ლია კომ­პო­ზი­ტო­რის შრო­მა. მე­ო­რე ვი­დე­ო­ში კი კერ­ძოდ მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე­ზე სა­უბ­რობს. მომ­ღე­რალს მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის და­წე­რილ­მა სიმ­ღე­რამ, "იურ­მა­ლა­ზე" გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა, თუმ­ცა მან სიმ­ღე­რის ავ­ტო­რის­თვის იის კონა და "რა­ფა­ე­ლოც ვერ" გა­ი­მე­ტა.

მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი:

- გა­დავ­წყვი­ტე, რომ გა­გი­ზი­ა­როთ პა­ტა­რა არა, დიდი სა­ი­დუმ­ლო და ჩა­ვერ­თე ლა­ივ­ში. მოკ­ლედ, ახლა უნდა აგიხ­სნათ ავ­ტო­რე­ბის და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­ში. რო­გორ ხდე­ბა მომ­ღერ­ლე­ბის და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ამ­ბე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი უნდა მოვ­ყვე დღეს.

ბა­თუ­მი­დან 1999 წელს ჩა­მო­ვე­დი. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა იყო და მეც ვი­ცო­დი, რომ ნი­ჭი­ე­რი გოგო ვი­ყა­ვი მუ­სი­კა­ში, მაგ­რამ ამით პურს ვერ ვი­ყიდ­დი. და­ვი­წყე ბაქ­ლა­ვე­ბის გა­მო­ცხო­ბა და ვა­ბა­რებ­დი. ერთ ნა­ჭერ­ში 75 თეთ­რს მიხ­დიდ­ნენ. აღარ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი, რთუ­ლი ეტა­პი გა­ვი­ა­რე და ბო­ლოს 2000 წლის სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი რომ გა­უშ­ვეს ეკ­რა­ნებ­ზე, მა­შინ გა­მო­ვი­და სიმ­ღე­რა „გა­ი­ღი­მე, პა­ტა­რა...“ მაგ დროს ვა­კე­თებ­დი ბაქ­ლა­ვას რომ დი­ლას ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა.

ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, ახა­ლი წელი მო­დი­ო­და. ბაქ­ლა­ვა გა­მო­ვა­ცხე და კონ­ცერტსაც ვუ­ყუ­რე. ჩემს თავს შევ­პირ­დი, მა­ი­კო, ამ ბაქ­ლა­ვას აღარ გა­მო­ა­ცხობ და დღეს ვინც ნახე ტე­ლე­ვი­ზი­ით მომ­ღე­რა­ლი, ერთ წე­ლი­წად­ში ყვე­ლას შენი სიმ­ღე­რა ექ­ნე­ბა-თქო რე­პერ­ტუ­არ­ში.

წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში, ნა­ხე­ვარ­ზე მეტს მა­ინც ჰქონ­და ჩემი სიმ­ღე­რე­ბი. ვწერ­დი ლა­მაზ სიმ­ღე­რებს და ჰქონ­დათ ეს რე­პერ­ტუ­არ­ში, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ყვე­ლა მომ­ღე­რალს უჭირ­და ავ­ტო­რის ხსე­ნე­ბა. რა­ტომ­ღაც ეგო­ნათ, რომ რად­გან იმ­ღე­რებ­დნენ, თა­ვად იყ­ვნენ ყვე­ლა­ფე­რი. ერ­თა­დერ­თი ეს არა­სო­დეს ეშ­ლე­ბო­და ლელა წურ­წუ­მი­ას, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­სა და ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს. სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას ყო­ველ­თვის ახ­სე­ნებ­დნენ ავ­ტორს.

და­ფი­ცე­ბუ­ლი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, არა­ვის სიმ­ღე­რას აღარ და­ვუ­წერ. თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მეძ­ლო სიმ­ღე­რა, მაგ­რამ 200 კი­ლომ­დე ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, სცე­ნას არ მო­ვუხ­დე­ბო­დი და სხვებს გა­და­ვუ­ლო­ცე. ვი­თომ შე­მოქ­მე­დე­ბი რომ გყავთ და ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­დი­ან არტ ტი­პე­ბი და ერთი ნო­ტის აღე­ბა არ იცი­ან. სულ რომ მში­ე­რი ვიყო და ვმა­თხოვ­რობ­დე, არ და­ვუ­წერ.

ახლა გინ­და იმ­ღე­რეთ, იცეკ­ვეთ და რაც გინ­და ის გიქ­ნი­ათ, თქვე­ნი უმა­დუ­რი დედა ვა­ტი­რე ცხოვ­რე­ბა­ში. ერთ-ერთ მომ­ღე­რალს რომ ვუ­თხა­რი რა­ტომ გე­ნა­ნე­ბა კლი­პის გა­და­ღე­ბა ამ სიმ­ღე­რა­ზე-მეთ­ქი და ვე­რაო. ორი წა­მის მერე 1700 დო­ლა­რი­ა­ნი ჩექ­მა შე­ი­ძი­ნა და იმა­ში არ და­ე­ნა­ნა ფული.

კი­დევ რო­მე­ლი­მემ რომ გა­ბე­დოს და მომ­წე­როს, სიმ­ღე­რა და­მი­წე­რეო, გა­მო­რი­ცხუ­ლია. არ ხართ ღირ­სე­ბი, აქამ­დე რაც და­გი­წე­რეთ, შე­ირ­გეთ.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ ჩემი სიმ­ღე­რით მო­ი­გო "იურ­მა­ლა", აიღო პრი­ზად 70 ათა­სი დო­ლა­რი. პა­ტა­რა იები ან ბან­ბა­ნერ­კა ან რა­ფა­ე­ლო არც გახ­სე­ნე­ბია, ასე რომ, ამა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი. განაგრძეთ კითხვა