"საკრებულოს ოპოზიცია გაცილებით სუსტია, ვიდრე ჩემს დროს იყო - მაშინ მთავარი წამყვანი იქ მასხარა იყო" - კვირის პალიტრა

"საკრებულოს ოპოზიცია გაცილებით სუსტია, ვიდრე ჩემს დროს იყო - მაშინ მთავარი წამყვანი იქ მასხარა იყო"

დედაქალაქის საკრებულოში საკმაოდ უსუსური ოპოზიცია შევიდა - ჩემს დროს იქ მთავარი წამყვანი მასხარა იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა. ზარქუას თქმით, საკრებულოს გუშინდელ სხდომას თვალს ტელევიზიით ადევნებდა და ეგონა, რომ "ახალ ოპოზიციას მეტი კომპეტენცია ჰქონდა".

"საკრებულოს ოპოზიცია გაცილებით სუსტია, ვიდრე ჩემს დროს იყო - მაშინ მთავარი წამყვანი იქ მასხარა იყო. კალაძე ჯერ კორუფციაში დაადანაშაულეს და შემდეგ, როცა კალაძემ კონკრეტული შემთხვევის დასახელება მოითხოვა, ოპოზიციის პასუხი იყო, რომ ეს იყო არა მისი შეურაცხყოფა, არამედ სამართლებრივ-პოლიტიკური ტერმინი. ამას ვერ გაცდა. დედაქალაქის საკრებულოში საკმაოდ უსუსური ოპოზიცია შევიდა. ჩვენს გუნდს ვუსურვებ, გაამართლონ იმედები, რაც მათ არჩევნებზე მხარდაჭერით გამოუცხადეს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.