"პუტინს თუ უნდა სააკაშვილის მოკვლა, "პუტინის მონამ" როგორ უნდა შეიწყალოს?"
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისტორიული შანსი აქვს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს და ეროვნულ შერიგებაზე დაიწყოს საუბარი.
ამ ფაქტს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ქალს, წლებია უკვე პუტინის მონას და რუსეთის აგენტს ეძახიან, ფაქტობრივად ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ და დღეს მიადგნენ, ჩვენი ლიდერი შეიწყალეო.
კი, მაგრამ პუტინს თუ უნდა სააკაშვილის მოკვლა, პუტინის მონამ როგორ უნდა შეიწყალოს?", - წერს მეტრეველი.
