სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 8 პირის პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 8 ადამიანის პანაშვიდი მიმდინარეობს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, გადმოსვენებულები 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირია, რომელთაგან 5 სამხედროა - აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია, გურამ ჩიქოვანი, ვახტანგ (ლესიკა) დანელია, სლავიკ გოგოხია, ზაურ დამენია, 3 კი, მშვიდობიანი მოქალაქე - გერონტი მუშკუდიანი, მაკარ რუხაიას და ლიდია ჩიხლაძე.
უწყების ცნობით, 4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, 4 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.