"თუ რამე ქონება მოგეწონებათ, გადაუხადეთ გომელაურს და ის მოგიგვარებთ ყველაფერსო…" - კვირის პალიტრა

"თუ რამე ქონება მოგეწონებათ, გადაუხადეთ გომელაურს და ის მოგიგვარებთ ყველაფერსო…"

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო.

მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთვი-2 ს". ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, "რუსთავი2-ს" ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რუსთავი-2-ის საქმეზე დღეს სასამართლომ გვითხრა - თუ რამე ქონება მოგეწონებათ, გადაუხადეთ გომელაურს და ის მოგიგვარებთ ყველაფერსო…"

images-1638971924.jpg