"გადაჰქონდა ისრები წინა 9 წელზე, საუბრობდა აგრესიული ენით, ეს ადამიანი ყველაფერს ჰგავდა მერის გარდა" - კვირის პალიტრა

"გადაჰქონდა ისრები წინა 9 წელზე, საუბრობდა აგრესიული ენით, ეს ადამიანი ყველაფერს ჰგავდა მერის გარდა"

სამწუხაროა, რომ ბატონი კახი კალაძე იყო მოტივირებული, პირადი შეურაცხყოფები მიეყენებინა საკრებულოს ოპოზიციური წევრებისთვის. არცერთ კითხვაზე, რაც ეხებოდა, ქალაქის ეკონომიკას, სოციალურ პოლიტიკას, კულტურულ პოლიტიკას, სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს, მას პასუხი არ გაუცია. ყველაფერზე ამ ადამიანს გადაჰქონდა ისრები წინა 9 წელზე, საუბრობდა აგრესიული ენით, ეს ადამიანი ყველაფერს ჰგავდა მერის გარდა, - ასე აფასებს 7 დეკემბრის საკრებულოს სხდომას "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" გოგა ონიანი.

ონიანის თქმით, კახა კალაძის მთავრობასთან თანამშრომლობა ოპოზიციისთვის შეუძლებელია.

"მისთვის კითხვის დასმა იყო დესტრუქცია. კახა კალაძის მთავრობასთან თანამშრომლობა, პირველივე სხდომიდან შეგეძლოთ დაგენახათ, რომ უბრალოდ შეუძლებელია იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რაც ამ ადამიანებს გააჩნიათ.

ოპტიმალურები არიან საკუთარი თავებისთვის, მაგრამ გავიაროთ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რაც თბილისის ძალიან დიდი პროცენტია, ვკითხოთ, რამდენად ოპტიმალურები არიან. რეალურად, ბიუჯეტს თუ ავიღებთ, 2014 წელს რაც იყო დატოვებული ახლა გაუტოლდა დოლარში იმ ნიშნულს ქალაქის ბიუჯეტი. რა წინსვლაზეა საუბარი, ამ წლების განმავლობაში ბიუჯეტმა კი არ მოიმატა, იყო კლება და 2014 წლის მონაცემებს ახლა გაუტოლდა მხოლოდ”, - განაცხადა გოგა ონიანმა.

ამასთან, გოგა ონიანის განცხადებით, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე აღიარა, რომ გიორგი გახარია პრემიერობის დროს კორუფციულ სქემაში იყო ჩართული და მან ამაზე პასუხისმგებლობა აიღო.

მისი თქმით, თუ კახა კალაძე პასუხისმგებლობას ნამდვილად აიღებს, მაშინ ის უნდა გადადგეს.

"ქალაქის პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ ორმოებზე ლაპარაკს, თუმცა ორმოებზე თუ ვისაუბრებთ, იქაც აქვთ უდიდესი გარღვევა, მე მას წარვუდგინე ვაზისუბნის ერთ-ერთი კორპუსის "კატლავანი“, რომელიც ერთი მეტრითაც არ არის დაშორებული 22 მეტრიან კორპუსთან. ვკითხე მას, როდესაც გწყინთ, რომ გეძახით კორუმპირებულებს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საფუძველი ამ ნებართვის გაცემის? დიახ, ყველა მოქალაქეს და დეპუტატს აქვს უფლება, შეიტანოს ეჭვი, რომ აქ იყო კორუფციული სქემა და მეტი არაფერი კალაძეს თუ სურს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაინახონ როგორ უჯიბავს ვიღაც, უდებს ფულს, ეს არის სხვა საკითხი და გაცდენილია პოლიტიკას და საერთოდ აღქმას.

როდესაც მას გახარიას პარტიის წარმომადგენელმა კორუმპირებული უწოდა, უთხრა, რომ მე ამას ვერ გავატარებო იმიტომ, რომ თქვენს დღევანდელ ლიდერს მოჰკითხეთ კორუფციაო. მე ამას ვკითხე, ბატონო კახი, თქვენ, როდესაც ხართ გენერალური მდივანი „ქართული ოცნების“ და ამდენი ხნის განმავლობაში არ გაგიგდიათ გახარია და თქვენ მას კორუმპირებულად მიიჩნევთ, რატომ მოგვახვიეთ თავს, როგორც პრემიერ მინისტრი ამდენი წლის განმავლობაში? იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას? ამ ადამიანის პასუხია, რომ დიახ, პოლიტიკოსი რომ რაღაცაზე პასუხისმგებლობას იღებს, ეს არ შეიძლება იყოს ცარიელი სიტყვები, რაში გამოიხატა მის მიერ პასუხისმგებლობის აღება, რომელი თანამდებობის პირიც გადადგება, წავა ან გაუშვებენ, ამის შემდეგ „ქართული ოცნებისგან“ გვესმის, რომ ეს ადამიანია კორუმპირებული. ანუ მათ ხელისუფლებაში იყო ხომ კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი? ეს აღიარა გუშინ მერმა და პასუხისმგებლობაც აიღო, თუ პასუხისმგებლობა აიღო, მაშინ ველოდებით მის განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით. სხვა არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ არსებობს, არავინ მის დატუქსვას არ აპირებს და გაწკეპვლას“, - განაცხადა გოგოა ონიანმა.

"ინტერპრესნიუსი"