"ჩემი აზრით, უკრაინის გამარჯვება ის არის, რომ აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას" - კვირის პალიტრა

"ჩემი აზრით, უკრაინის გამარჯვება ის არის, რომ აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას"

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ​რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სამიტს დადებითად აფასებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დამატებით კომენტარს 9 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გააკეთებს.

"ამ საუბრის დეტალებზე კომენტარს ხვალ გავაკეთებ, აშშ-ის პრეზიდენტთან ჩემი საუბრის შემდეგ. ჩემი აზრით, უკრაინის გამარჯვება ის არის, რომ აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ ბაიდენის პირად რეაქციასა და როლს ქვეყნის აღმოსავლეთში ომის დარეგულირებაში. ვფიქრობ, ეს ყველაზე მთავარია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"