თელავში ავარიას 31 წლის ბაკო იობაშვილი ემსხვერპლა
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
გარდაცვლილია 31 წლის ბაკო იობაშვილი, რომელიც მანქანას მართავდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.